VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
ნატო თურქეთში კიდევ ერთ ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემა „პეტრიოტს“ აგზავნის.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დამატებით ერთ „პეტრიოტის“ სისტემას თურქეთის ადანის პროვინციაში განათავსებს. აღნიშნულ რეგიონში უკვე იყო განლაგებული ანალოგიური სისტემა, რომელიც თურქეთში ესპანეთმა გაგზავნა.
„ჩვენი საჰაერო სივრცისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეროვნულ დონზე მიღებულ ზომებთან ერთად, ჩვენს განკარგულებაში მყოფ ანტისაჰერო თავდაცვის სისტემას, „პეტრიოტს“ დაემატება კიდევ ერთი სისტემა, რომელიც განისაზღვრა რამშტაინში გაერთიანებული საჰერო სარდლობის მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, თურქეთის ადანის პროვინციაში მდებარეობს ინჯირლიკის ავიაბაზა, სადაც დისლოცირებულია აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების სამხედრო პერსონალი.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტიდან დღემდე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნატოს ანტისაჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო ძალებმა ირანიდან გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს. ამის შემდეგ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თურქეთში, მალათიის პროვინციაში, ნატოს რადარების ბაზის სიახლოვეს „პეტრიოტის“ სისტემა განალაგა, ირანიდან მომდინარე სარაკეტო საფრთხის საპასუხოდ.