NATO-ს ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ რეაქცია რუსულ პროვოკაციებზე, თუმცა ცეცხლი არ უნდა გაუხსნან - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ ფიქრობს, რომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები მათი საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში. ამის შესახებ „ლე ფიგარო“ წერს.

მაკრონის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამოწმებს NATO-ს ქვეყნებს და მათ საპასუხოდ ცეცხლი არ უნდა გაუხსნან.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, NATO-ს ქვეყნების რეაგირება იყო პროპორციული.

ის ასევე აღნიშნავს, რომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ რეაქცია რუსულ პროვოკაციებზე, თუმცა ცეცხლი არ უნდა გაუხსნან.

„ეს ნიშნავს, რომ ვინმე თუ კვლავ გიწვევთ პროვოკაციაზე, თქვენ უნდა უპასუხოთ ოდნავ უფრო მძლავრად“, – განმარტა მან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ NATO-მ უნდა ჩამოაგდოს ის რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.