„ქილერს დაკავებისას 17 000 ლარი აღმოაჩნდა...“ - ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმის ახალი დეტალები
1758744386
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთისთვისაა ცუდი.
ჯეი დი ვენსის თქმით, თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსები თუ უარს იტყვიან კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე, ეს ძალიან ცუდი იქნება მათი ქვეყნისთვის და ეს არ არის პოზიციის ცვლილება.
„რუსები თუ უარს იტყვიან კეთილსინდისიერად მოლაპარაკებებზე, მგონი, ეს ძალიან, ძალიან ცუდი იქნება მათი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა ეს ცხადად განაცხადა. ეს პოზიციის შეცვლა არ არის, ეს მიწაზე არსებული რეალობის აღიარებაა. ტრამპის ადმინისტრაციაში ყოველ დღე გავაგრძელებთ მშვიდობისთვის ბრძოლას”, – თქვა ვენსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი რუსების მიმართ წარმოუდგენლად მოუთმენელი ხდება.
„ტრამპი დარწმუნდა, რომ ეს ომი ცუდია რუსეთისთვის. ის ხედავს რიცხვებს“, – აღნიშნა ვენსმა.