მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე, არსებობს განსახილველად მგრძნობიარე საკითხები - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წამოაყენა იდეა, რომ კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა შესაძლოა მიიღონ მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების წინადადების საბოლოოდ ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

„მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე - არსებობს განსახილველად მგრძნობიარე საკითხები, ისინი ჯერ კიდევ გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ევროპელი ლიდერების ყოფნა შეიძლება სასარგებლო იყოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.