MTV Video Music Awards 2025-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

MTV Video Music Awards

MTV-მ წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელა. Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა.

საღამოს ვარსკვლავი Lady Gaga გახდა, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციებში „წლის შემსრულებელი“, „საუკეთესო მხატვრული დადგმა“, „საუკეთესო რეჟისურა“ და „საუკეთესო ერთობლივი ნამუშევარი“ ბრუნო მარსთან დუეტისთვის Die With a Smile.

სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები გახდნენ: არიანა გრანდე, საბრინა კარპენტერი, Rose, Blackpink-ი და სხვები. წლის ვიდეოდ არიანა გრანდეს brighter days ahead დასახელდა.

საღამოზე თავისი სიმღერები შეასრულეს: Doja Cat-მა, Lady Gaga-მ, მერაია კერიმ, რიკი მარტინმა, ბასტა რაიმსმა და სხვებმა. Yungblud-მა და Aerosmith-მა კი გარდაცვლილი ოზი ოსბორნის პატივსაცემი ნომერი შეასრულეს.