მთავრობის ცვლილების მიუხედავად დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება - დევიდ ლემი

დევიდ ლემი

მთავრობის ცვლილების მიუხედავად დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.

„აბსოლუტურად არანაირი კითხვა არაა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე...

ცვალებადი მთავრობების ფონზე უკრაინის ერთგულები დავრჩით და ეს გაგრძელდება. სრულიად ცხადად ვთქვით, რომ გლობალურ საზოგადოებასთან ხელახლა დაკავშირება, ევროპული გადატვირთვა, ეს ყველაფერი გაგრძელდება," - განაცხადა ლემიმ.