საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1786389509
მსოფლიოში ნავთობის ფასი 4.3 პროცენტით გაიზარდა. დღეს ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 87.15 აშშ დოლარია, რაც გუშინდელთან შედარებით 4.25 პროცენტით მაღალია.
ფასის ზრდა შეინიშნება ამერიკულ ნედლ ნავთობზეც. ერთი ბარელი ნავთობის ფასი 81.55 დოლარს შეადგენს. მისი ღირებულება ბოლო საათებში 4.35 პროცენტით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატება მას შემდეგ შეინიშნება, რაც ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის პირობები წაუყენა. მედიის ცნობით, ერთ-ერთი დებულება კონფლიქტის მიმდინარეობისას აშშ-ის მიერ ირანისთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურებას გულისხმობს.