მსოფლიოში ნავთობის ფასი 2%-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახაზინო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანს ეკონომიკური სანქციებით დაამარცხებს

ნავთობი

 მსოფლიოში ნავთობის ფასი 2%-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახაზინო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანს ეკონომიკური სანქციებით დაამარცხებს. სკოტ ბესენტმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, ირანის ფინანსურ ქსელებზე უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ.

„სი ენ ბი სის“ ცნობით, ნავთობის ღირებულების ზრდას კიდევ ერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 19 აგვისტოს ირანთან ყველა სავაჭრო და ფინანსური ტრანზაქცია შეაჩერა.