ზოდიაქოს 5 ნიშანს 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით გაუმართლებს
1788455658
მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე წამყვანი პლატფორმის მუშაობაში მასშტაბური შეფერხება დაფიქსირდა. ამის შესახებ Forbes წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრობლემების შესახებ ათიათასობით მომხმარებელი იუწყება. შეფერხებები შეეხო OpenAI-ის ChatGPT-ს, Anthropic-ის Claude-ს, xAI-ის Grok-სა და Google-ის Gemini-ს.
Downdetector-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი შეტყობინება ChatGPT-ის მუშაობას უკავშირდებოდა - დაახლოებით 11:00 საათისთვის, პრობლემის შესახებ, მომხმარებლებისგან 37 000-ზე მეტი ანგარიში დაფიქსირდა.
ამავე მონაცემებით, Claude-ის შემთხვევაში შეტყობინებების რაოდენობამ 1 324-ს მიაღწია, Grok-ის შემთხვევაში — 1 365-ს, ხოლო Gemini-ს მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემა დაახლოებით 500-მა მომხმარებელმა დააფიქსირა.
შეფერხებების გამომწვევი საერთო მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ასევე ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, ერთმანეთთან არის თუ არა დაკავშირებული სხვადასხვა AI პლატფორმაზე ერთდროულად წარმოქმნილი პრობლემები.