რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
მოსკოვი-ერევნის რეისზე, ავიაკომპანია FlyOne Armenia-ს თვითმფრინავის სალონში ხანძარი გაჩნდა, გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ერთ-ერთი მგზავრის ნივთებს გაუჩნდა. ინციდენტი ერევნის დედაქალაქთან მოახლოებისას მოხდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ეკიპაჟმა სწრაფად იმოქმედა და ცეცხლი ჩააქრო. თავდაპირველი მონაცემებით, ცეცხლის მიზეზი გახდა ე.წ. პაუერბანკი, რომელიც ჩანთაში იყო მოთავსებული. შემთხვევის ზუსტი გარემოებები დგინდება.
ინციდენტის მიუხედავად, თვითმფრინავმა კურსი არ შეცვალა და უსაფრთხოდ დაეშვა ერევანში. დაშავებულები არ არიან.