„აჩმა არის უჯანმრთელესი საკვები“ – რას ამბობს ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე
1768491954
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ განაცხადა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვალდებულია მოქალაქეების უმრავლესობის ხმას მიჰყვეს და ევროინტეგრაციაზე იმუშაოს. ინფორმაციას მოლდავური მედია ავრცელებს.
„როგორც მოქალაქე, ალექსანდრუ მუნტიანუ რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მივცემდი. თუმცა, როგორც მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის ნება აღვასრულო, რომლებმაც უკვე სამჯერ მისცეს ხმა იმას, რომ მოლდოვის სტრატეგიულ მიზანს ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენს. გავაკეთებ ყველაფერს, რაც მევალება, რათა აღნიშნულ მიზანს მივაღწიო“, - განაცხადა მან.
როგორც მუნტიანუმ აღნიშნა, დღეს მოლდოვა სწორი მიმართულებით მოძრაობს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, რადგან მეზობელ უკრაინაში ომია.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, მოლდოვისთვის სულ უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად „გადარჩენა“.