„აჩმა არის უჯანმრთელესი საკვები“ – რას ამბობს ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე
1768491954
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ პეკინში ვიზიტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ახალი სავაჭრო შეთანხმებებისა და პარტნიორობის გაღრმავების შესახებ განაცხადა.
„ეს იყო ისტორიული და პროდუქტიული ორი დღე“, – აღნიშნა კარნიმ.
მარკ კარნის თქმით, კანადამ ჩინეთთან მიაღწია შეთანხმებას, რომლითაც ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებული 100%-იანი ტარიფი მცირდება კანადურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ტარიფების შემცირების სანაცვლოდ.
როგორ კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩინური ელექტრომობილების ექსპორტი კანადაში თავდაპირველად 49 000 ერთეულით იქნება შეზღუდული, რაც ხუთი წლის განმავლობაში 70000-მდე გაიზრდება.
კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩინეთი პირველი მარტიდან 15%-მდე შეამცირებს საბაჟო ტარიფებს რაფსზე. ამასთან, კანადური ბარდა, ლობსტერი და კიბორჩხალა პირველი მარტიდან, სულ მცირე, წლის ბოლომდე არ დაექვემდებარება ტარიფებს. მარკ კარნის განმარტებით, ამან კანადელ ფერმერებს შესაძლოა სამი მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანოს.
ჟურნალისტის კითხვაზე ჩინეთი უფრო საიმედო პარტნიორია თუ შეერთებული შტატები, კარნიმ უპასუხა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა „უფრო პროგნოზირებადია“ გულწრფელი და პირდაპირი დიალოგის წყალობით. თუმცა, მან აღნიშნა, რომ აშშ-თან ურთიერთობა „ბევრად უფრო მრავალმხრივია“.