„აჩმა არის უჯანმრთელესი საკვები“ – რას ამბობს ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე
1768491954
ევროკავშირი, ბრიუსელის პოლიტიკის გამო დარჩა მსოფლიო პროცესების მიღმა, რომელიც მოლაპარაკებებზე, შეთანხმებებზე, დაძაბულ ურთიერთობებზე და მშვიდობაზე არის ორიენტირებული, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომელმაც რუსეთს ევროპული ქვეყანა უწოდა. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით კი, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ევროკავშირი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით, გიორგი ვოლსკის შეფასებით, კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა სახელმწიფოს პრაგმატული პოლიტიკის სისწორე, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსული იარლიყის მიკერებას ცდილობდნენ, ახლა თავად ირჩევენ ამ პრაგმატული პოლიტიკის გზას.
„ევროკავშირი ფაქტობრივად, ბრიუსელის პოლიტიკის გამო დარჩა მსოფლიო პროცესების მიღმა, რომელიც მოლაპარაკებებზე, შეთანხმებებზე, დაძაბულ ურთიერთობებზე თუმცა მაინც მოლაპარაკებებზე და მშვიდობაზე არის ორიენტირებული და ამას წინ მოუძღვის აშშ-ის ადმინისტრაცია. ევროპა სრულად დაექვემდებარა „ომის პარტიას“. პრაგმატიზმმა უნდა დაძლიოს ის რეალობა, რომელიც იქმნება ხელოვნურად. საქართველოსთან მიმართებაში სამართლიანობა იქნება ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული თუ კი ამ რეალობას გავითვალისწინებთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.