სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო გაფრთხილება მოსახლეობას
1755250205
დაიწყო პუტინისა და ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ. ამ წუთებში მედიას პუტინი მიმართავს. სწორედ მან დაიწყო თითქმის 3 საათიანი მოლაპარაკების შეფასება.
პუტინის განცხადებით, შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა.
„ჩვენი მოლაპარაკებები კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში წარიმართა. საკმაოდ ლოგიკური იყო აქ შეხვედრა. ჩვენი ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ ოკეანეებით არიან გამოყოფილი, სინამდვილეში ახლო მეზობლები არიან“, - განაცხადა პუტინმა.
ალასკაზე ისტორიული შეხვედრა თითქმის 3 საათს, „სამი-სამზე“ ფორმატში გაგრძელდა. აშშ-რუსეთის პრეზიდენტები პირველ განცხადებებს პრესისთვის სწორედ ამ წუთებში აკეთებენ.