ტრამპის განცხადებით, ალასკაზე პუტინთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებთან რამდენიმე სატელეფონო ზარს განახორციელებს, მათ შორის, NATO-ში და უკრაინის პრეზიდენტთან

trampi

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს, ალასკაზე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სამიტის შემდეგ, რამდენიმე სატელეფონო ზარს განახორციელებს, მათ შორის ნატოში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

"მე ვაპირებ რამდენიმე სატელეფონო ზარის განხორციელებას და მათ მოვუყვები, თუ რა მოხდა", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პუტინთან საუბრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ტრამპი-პუტინის ისტორიული შეხვედრა, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო, ალასკაზე თითქმის 3 საათს, სამი-სამზე ფორმატში გაგრძელდა. განცხადებები კი, აშშ-რუსეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.