„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა...“ - ცეკვის აკადემია „დიდგორი“
1784198497
ამოუცნობი საიდუმლო, რომელიც FBI-მაც ვერ ვერაფრით გახსნა. 1971 წელი, თვითმფრინავის კარი იღება - 200 ათასი დოლარით სავსე ჩანთას კაცი ზურგზე იკიდებს და პარაშუტით 3 კილომეტრი სიმაღლიდან სამუდამოდ უჩინარდება. ეს ფილმის სცენარი არ არის - ეს დიბი კუპერის საქმეა.
შტატების ისტორიაში, ყველაზე იდუმალი და თვითმფრინავის გატაცების ერთადერთი გაუხსნელი საქმე ასე დაიწყო: 1971 წლის 24 ნოემბერს, მადლიერების დღის წინა საღამოს, კაცმა, სახელად დენ კუპერმა ორეგონიდან სიეტლისკენ მიმავალ რეისზე ბილეთი შეიძინა. არაფრით გამორჩეული 40 წლის შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი სხვა მგზავრებთან ერთად გადაადგილდებოდა. აფრენიდან მალევე, კუპერმა სასმელი შეუკვეთა და ბორტგამცილებელს პატარა ფურცელი გადასცა. თავიდან, ქალს ეგონა, რომ უცნობი ტელეფონის ნომერს აწვდიდა, თუმცა, რეალობა სულ გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. ქაღალდზე ეწერა : „ ბომბი მაქვს“. მეტი სიცხადისთვის, კუპერმა ქალს ჩანთის შიგთავსიც აჩვენა... მოგვიანებით, კაცმა 200 ათას დოლარი და 4 პარაშუტი მოითხოვა.

როდესაც თვითმფრინავი სიეტლში დაეშვა, ხელისუფლებამ მას ყველა მოთხოვნა შეუსრულა. მგზავრები გაათავისუფლეს, მაგრამ კუპერმა ეკიპაჟის რამდენიმე წევრი ბორტზე დატოვა და პილოტებს მექსიკის მიმართულებით გაფრენა უბრძანა. საღამოს 20:00 საათზე, სიბნელეში, ძლიერი წვიმისა და ქარის ფონზე, კუპერმა ბოინგ 727-ის უკანა კარი გახსნა, პარაშუტი მოირგო, ფულით სავსე ჩანთა ზურგზე გადაიკიდა და დაახლოებით 3 კილომეტრის სიმაღლიდან გადახტა. ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს...

FBI-მ საქმეზე 45 წელი იმუშავა. გამოიკითხა ასობით ეჭვმიტანილი, შეისწავლეს ათასობით მტკიცებულება, თუმცა, ყველაფერი უშედეგოდ. 1980 წელს, ვანკუვერთან ახლოს, მდინარის ნაპირზე 8 წლის ბიჭმა 5 800 დოლარი იპოვა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნაპოვნი კუპიურების სერიული ნომრები სწორედ იმ 200 ათასი დოლარის ნაწილი იყო, რომელიც მთავრობამ, გამოსასყიდის სახით, დიბი კუპერს გადასცა.
ვინ იყო, რეალურად, დიბი კუპერი? გადარჩა, თუ არა? ამერიკის ყველაზე ცნობილი გამტაცებელი ,შესაძლოა, სხვა კონტინენტზე ცხოვრობდეს?! - ამ კითხვებზე პასუხი, დღემდე, არ არსებობს.