მინიონ ჰიუსტონი: აშშ-ის ადმინისტრაცია რეგიონში ხანგრძლივი, მტკიცე და მდგრადი მშვიდობისთვის ემზადება. გვსურს მომავალშიც უკრაინის გვერდით ვიდგეთ

მინიონ ჰიუსტონი

შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებს, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ მინიონ ჰიუსტონმა. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებას ცდილობს.

„ეს ადმინისტრაცია რეგიონში ხანგრძლივი, მტკიცე და მდგრადი მშვიდობისთვის ემზადება. გვსურს მომავალშიც უკრაინის გვერდით ვიდგეთ იმ მომენტში, როდესაც უკრაინა ცეცხლის ყოვლისმომცველ და სრულ შეწყვეტას ითხოვს, რომელიც ბოლოს მოუღებს თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე“, - განაცხადა ჰიუსტონმა.

ეს კომენტარი მან რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტამდე გააკეთა.