მინდა, ცეცხლის შეწყვეტა სწრაფად მოხდეს, არ ვიცი, დღეს მოხდება თუ არა, მაგრამ დღეს თუ არ მოხდება, ბედნიერი არ ვიქნები - დონალდ ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკმაყოფილო იქნება, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ალასკაში მათი სამიტის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, მოლაპარაკებებამდე „არაფერია გადაწყვეტილი“, თუმცა მას შეხვედრისგან „გარკვეული საკითხების“ მიღწევა სურს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის ევროპელების წარმომადგენლად არ მოქმედებს, მაგრამ მათ შეხედულებებს ითვალისწინებს.

„მინდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სწრაფად მოხდეს. არ ვიცი, დღეს მოხდება თუ არა, მაგრამ დღეს თუ არ მოხდება, ბედნიერი არ ვიქნები. ყველა ამბობდა, რომ დღეს შეუძლებელია, მაგრამ მე უბრალოდ ვამბობ, მინდა, რომ მკვლელობები შეწყდეს. ეს ევროპასთან არ არის დაკავშირებული. ევროპა არ მეუბნება, რა გავაკეთო. თუმცა, ცხადია, ისინი პროცესში ზელენსკისთან ერთად იქნებიან ჩართულნი“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა თვითმფრინავში.