მილიარდერებმა დაასახელეს ნივთი, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ - რა აჩვენა გამოკითხვამ

miliarderi

როგორც წესი, მილიარდერების უმრავლესობა ფლობს საყოველთაოდ ცნობილი ფუფუნების ნივთებს, როგორიცაა პიკასოს ორიგინალი ნახატები, ბრილიანტები, იახტები კინოთეატრებით, სპა-ცენტრები, წყალქვეშა ნავები და ა.შ.

Forbes-მა გადაწყვიტა გაერკვია, ფუფუნების რომელი ნივთი მიაჩნია ყველაზე საჭიროდ მოსახლეობის 1%-ს, ანუ დედამიწის უმდიდრეს ადამიანებს. მათგან 40-მა გამოცემის კითხვებს უპასუხა.

ნაწილმა ხმა ვილებს, და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, კონდიციონერებს მისცა.

გამოკითხულთაგან ორმა თქვა, რომ ყველაზე მეტად ცოლებს აფასებენ.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში კერძო თვითმფრინავი პირველ ადგილზე გავიდა და მართლაც, ის თითქმის ყველა მილარდერს ჰყავს.

რატომ არის თვითმფრინავები ასეთი მნიშვნელოვანი?

ყველაზე პოპულარული პასუხი იყო ის, რომ ამით ისინი დროს ზოგავენ. გვერდს უქცევენ რეგულარულ აეროპორტებში ყველა უსაფრთხოების პროცედურას (შემოწმება, პასპორტის კონტროლი და ა.შ.).

მეორეს მხრივ, კერძო თვითმფრინავი ყოველთვის მზადყოფნაშია, რაც მოლაპარაკებების წარმოებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

ოთხმა მილიარდერმა განაცხადა, რომ კერძო თვითმფრინავი ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი იყო, რაც კი ოდესმე უყიდიათ.

წყარო