როდის და როგორ შეძლებთ საპენსიო ანაბრის სრულად გატანას - დეტალურად
1779567001
რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ.
„რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები და რეალურად ჩანს ძალიან კარგად, რომ სიღარიბის კლებისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ეს ჩანს უკვე პირველადი გადახედვის მონაცემებით, რომელიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.