მეთიუ პერის გარდაცვალების შემდეგ, მისი განუყრელი მეგობარი პაპარაცებმა დააფიქსირეს - ფოტო მედიაში ვრცელდება

მეტ ლებლანკ

სერიალ „მეგობრების“ მსახიობის, მეთიუ პერის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, მისი მეგობარი, მეტ ლებლანკი, საზოგადოებაში პირველად დააფიქსირეს და ფოტო გადაუღეს. იგი საკუთარ მანქანაში შავი სათვალით დააფიქსირეს. 

„მეგობრების“ მსახიობებმა მეთიუ პერის გარდაცვალების შემდეგ ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს. 

„ჩვენ ყველანი ძალიან განადგურებულნი ვართ მეთიუს დაკარგვით. ჩვენ ერთმანეთისთვის უფრო მეტი ვიყავით, ვიდრე უბრალოდ მსახიობები. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ძალიან ბევრი რამ არის სათქმელი, მაგრამ ახლა ჩვენ ვაპირებთ ერთი წუთით გამოვყოთ მწუხარებისთვის და გადავიტანოთ ეს დანაკლისი“,- ეწერა განცხადებაში.

სერიალ „მეგობრებში“ მეთიუსა და მეტ ლებლანკის პერსონაჟებს განსაკუთრებული ქიმია ჰქონდათ. 

ცნობისთვის, შაბათს „მეგობრების“ ვარსკვლავი  54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში ჯაკუზში უგონოდ იპოვეს.

TMZ- ის ადრეული მოხსენების თანახმად, მეთიუ დაიხრჩო. სამართალდამცველებმა გამოცემას უთხრეს, რომ პირველად დახმარება გულის გაჩერებისთვის გამოიძახეს.

მიუხედავად იმისა, რომ მეთიუს წამალზე დამოკიდებულების დიდი ისტორია ჰქონდა, წყაროებმა განუცხადეს გამოცემას, რომ  ნარკოტიკები შემთხვევის ადგილზე არ იქნა ნაპოვნი.