„მესმოდა, როგორ ითხოვდნენ დახმარებას“ - მშობლების დაწვის ფაქტზე პოლიციამ 44 წლის კაცი დააკავა (უცხოეთი)

მკველლი

აშშ-ში, მშობლების მკვლელობის გამო მამაკაცი დააკავეს და ბრალი წაუყენეს.  შემთხვევა 24 ნოემბერს მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

მან პოლიციას განუცხადა, რომ თავს დაესხა მშობლებს, სახლის პირველ სართულზე ბენზინი დაასხა და გაქცევამდე ცეცხლი წაუკიდა.

დარიუსმა პოლიციას განუცხადა, რომ მას ესმოდა, როგორ ითხოვდნენ დახმარებას მისი მშობლები: „მესმოდა, როგორ ყვიროდნენ და ითხოვდნენ დახმარებას“.

ხანძრის შესახებ მეზობლებმა აცნობეს სასწრაფო დახმარების პერსონალს. პოლიციამ წყვილი მისაღებ ოთახში გარდაცვლილი იპოვა.