მელანია ტრამპმა ჯეფრი ეპშტეინთან ყოველგვარი კავშირი უარყო

melania trampi

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა უარყო ყოველგვარი კავშირი ჯეფრი ეპშტეინთან და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები მის რეპუტაციას აზარალებს.

"მე არ ვარ ეპშტეინის მსხვერპლი - მე არასოდეს მქონია ურთიერთობა ეპშტეინთან ან მის თანამზრახველ მაქსველთან," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი.

მან მოუწოდა კონგრესს, მოაწყოს საჯარო მოსმენა ეპშტეინის მიერ დაზარალებული ქალებისთვის, სადაც ყურადღების ცენტრში გადარჩენილები იქნებიან.

"მე არასოდეს ვყოფილვარ ეპშტეინის მეგობარი. დონალდიც და მეც ზოგჯერ ერთსა და იმავე წვეულებებზე ვიყავით მიწვეულნი, რადგან ნიუ-იორკსა და პალმ ბიჩში სოციალური წრეების გადაკვეთა ჩვეულებრივი მოვლენაა. გასაგებად ვამბობ: მე არასოდეს მქონია ურთიერთობა ეპშტეინთან ან მის თანამზრახველთან, მაქსველთან.

მე მოვუწოდებ კონგრესს, უზრუნველყოს ეპშტეინის მიერ დაზარალებული ქალებისთვის საჯარო მოსმენა, რომელიც სპეციალურად მსხვერპლებზე იქნება ორიენტირებული; მიეცეს ამ მსხვერპლებს შესაძლებლობა, მისცენ ჩვენება ფიცის ქვეშ, კონგრესის წინაშე.

თითოეულ ქალს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თუ თავად სურს, საჯაროდ მოჰყვეს თავისი ისტორია, ხოლო მათი ჩვენებები უნდა შევიდეს კონგრესის ოფიციალურ ჩანაწერებში," - განაცხადა მელანია ტრამპმა.