მეხუთე თაობის პირველმა თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, „ყაენმა“ პირველი ფრენა შეასრულა

სამხედრო თვითმფრინავი

მეხუთე თაობის პირველმა თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, „ყაენმა“ პირველი ფრენა განახორციელა.

თურქეთის ეროვნული წარმოების ავიაგამადგურებელმა დაასრულა ისეთი ეტაპები როგორიცაა: კატაპულტირება, სტატისტიკური შემოწმება, ინერციული და სტატიკური შემოწმება, შასის გახსნა, ავიონიკის სისტემის შემოწმება, საწვავის შემოწმება ფრენის წინ. ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის, „ყაენის“ გამოშვებით, თურქეთი იქნება ერთ-ერთი იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელსაც შეუძლია მეხუთე თაობის თვითმფრინავების წარმოება.

„ყაენს“ შეეძლება ერთობლივად იმუშაოს ისეთ პლატფორმებთან, როგორიცაა უპილოტო საფრენი აპარატები, საჰაერო შეტყობინებები და კონტროლი და სხვა ელემენტები. „ყაენს“, რომელსაც შეეძლება განახორციელოს საჰაერო ბრძოლა ახალი თაობის იარაღით და ზუსტი დარტყმები ზებგერითი სიჩქარით, ექნება საბრძოლო ძალას ხელოვნური ინტელექტისა მხარდაჭერა.