„დავუშვი შეცდომა და ის მივიღე, რასაც ვიმსახურებდი“ - თამო ვაშალომიძე
1764088302
მეგან მარკლი ახალ სკანდალში გაეხვა. სასექსის ჰერცოგინიას კაბის მოპარვაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კაბა, რომელიც მეგან მარკლს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ახალ ფოტოში აცვია, სასექსის ჰერცოგინიამ Variety-ის 2022 წლის ფოტოსესიის დროს მოიპარა.

საუბარია Galvan-ის მწვანე ფერის კაბაზე, რომლის ღირებულებაც 1650 დოლარია.
როგორც „ნიუ-იორკ" პოსტი წერს, ამ კაბით მეგანი Variety-ის 2022 წლის ფოტოსესიაში პოზირებდა. გადაღებების დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა რამდენიმე სამოსი ვეღარ იპოვეს. მათ შორის იყო Galvan-ის ეს კაბა.
