ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1750334792
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პარასკევს ჟენევაში ბრიტანელ, ფრანგ და გერმანელ კოლეგებს შეხვდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ კაია კალასთან ერთად.
აბას არაღჩი ამ ინფორმაციას თავად ადასტურებს. მედიის ცნობით, შეხვედრაზე არაღჩი ირანის ბირთვულ პროგრამას განიხილავს.
როგორც მედია წერს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და ევროკავშირს შორის ხვალ შვეიცარიაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით მიმდინარეობს.