„ვირუსული ინფექციები შედარებით მარტივად რომ დაამარცხოთ“ - ექიმი მოსახლეობას ხალხურ რეცეპტს უზიარებს
1767972670
ყველას, ვინც იმეორებს ტყუილს, რომ ეს არის უდანაშაულო ქალი, რომელიც მინეაპოლისში სასეირნოდ იყო გასული, როდესაც სამართალდამცავმა ოფიცერმა ესროლა, უნდა გრცხვენოდეთ საკუთარი თავის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტის მიერ ავტომობილში მყოფი ქალის მკვლელობას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მედია არასწორად და მიკერძოებულად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ „მემერცხენე რადიკალებს“ სურთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ხელი შეუშალონ იმის გაკეთებაში, რისთვისაც ის მოქალაქეებმა აირჩიეს.
„ეს იყო თავდასხმა კანონისა და წესრიგის წინააღმდეგ. ეს იყო თავდასხმა ამერიკელ ხალხზე. ის, თუ როგორ გააშუქა მედიამ ეს ამბავი, ზოგადად, აბსოლუტური სირცხვილი იყო და ყოველდღიურად საფრთხეში აგდებს ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს. თუ მედიას სურს სიმართლის თქმა, მან უნდა თქვას სიმართლე, რომ მემარცხენე რადიკალების ჯგუფი დაუღალავად მუშაობს, ზოგჯერ შიდა ტერორის ტექნიკის გამოყენებით, რათა შეუშალოს ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, გააკეთოს ის, რისთვისაც ამერიკელმა ხალხმა აირჩია, კერძოდ, აღასრულოს ჩვენი საიმიგრაციო კანონები. პრეზიდენტი საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს (ICE) მხარს უჭერს. მეც მხარს ვუჭერ მას. ჩვენ ყველა სამართალდამცავ ოფიცერს ვუჭერთ მხარს. და ნაწილობრივ ეს იმის აღიარებაა, რომ თქვენ, მედიაში მყოფებო, არა ყველა ამ ოთახში მყოფი, მაგრამ ბევრი ადამიანი, ამ თავდასხმის შესახებ იტყუებით. ოფიცერი ცდილობდა, თავი დაიცვა. ის იქამდეც მძიმედ დაიჭრა სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციებში“,- განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ცნობისთვის, მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. მომხდართან დაკავშირებით მინეაპოლისში გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. გავრცელებული ცნობით, მანამდე ფედერალურმა აგენტებმა მომიტინგეთა ნაწილის წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი.