ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1777283842
ირანმა, შუამავლების საშუალებით, შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებისთვის სამეტაპიანი ფორმულა გაუგზავნა. თეირანი ვაშინგტონის მხრიდან მოლაპარაკებების აღდგენის სურვილის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ცეცხლის სრულად შეწყვეტას და ირანისა და ლიბანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გარანტიას ითხოვს.
მეორე ეტაპად ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის საკითხის განხილვაა დასახელებული. ბირთვული საკითხი კი მესამე პუნქტშია მოცემული, თუმცა მასზე მსჯელობას ირანი მხოლოდ პირველი ორი ეტაპის მოგვარების შემდეგ თანხმდება. პარალელურად, ირანს მოლაპარაკება აქვს რუსეთთან. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა და ის ვლადიმერ პუტინის შეხვდება.