1777391077
დაპირისპირება წყლის გამო - ჩადიში, ჭაბურღილისთვის დაწყებულ კონფლიქტს 40-ზე მეტი ადამიანი შეეწირა
აღმოსავლეთ ჩადიში, ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის დაპირისპირებას, სულ მცირე, 42 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. როგორც BBC წერს, მიზეზი წყლის ჭაბურღილია.
ოფიციალურ ინფორმაციით, კონფლიქტი ორ ოჯახს შორის დაიწყო, თუმცა მასში ათობით ადამიანი ჩაერთო. დაშავებულია 10-მდე პირი.
ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში ხშირია მსგავსი შეტაკებები ფერმერებსა და მწყემსებს შორის. დაპირისპირების მიზეზი, ძირითადად, წყლის ჭაბურღილები და საძოვრებია.











