1779737742
მედია: საბერძნეთში ევროკავშირის კუთვნილი 4,5 მილიონი ევროს თაღლითურად მითვისების ფაქტზე 17 ადამიანი დააკავეს
ბერძენმა სამართალდამცველებმა სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის სუბსიდიის პროგრამისთვის გამოყოფილი ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების ფაქტზე 17 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
საუბარია დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე, რომელიც ევროკავშირის ფულად თანხებს ბერძნული სააგენტო OPEKEPE-ს მეშვეობით თაღლითურად ეუფლებოდა.
ბრალდებულები ათენში, სალონიკში, სერესსა და კილკისში დააკავეს. საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დაჯგუფება 4,5 მილიონი ევროს ოდენობის თანხას უკანონოდ დაეუფლა.
ეს უკანასკნელ ორ დღეში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული უკვე მეორე რეიდია. პირველად კრეტას კუნძულზე აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 20 ადამიანი დააკავეს.










