უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე - არიან დაშავებულები
1776439036
გერმანიაში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ყველაზე პოპულარული პარტია გახდა. ინფორმაციას გერმანული მედია ZDF Politbarometer-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კითხვაზე „ვის მისცემდით ხმას, უახლოეს კვირას ბუნდესტაგში არჩევნები რომ ჩატარდეს“, გამოკითხულთა 26%-მა განაცხადა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაუჭერდა მხარს.
მმართველი კოალიცია, რომელშიც შედიან „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ და „ქრისტიან-სოციალისტური კავშირი“ ხმათა 25%-ს მიიღებდა, რაც მარტში ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
ერთი პროცენტული პუნქტით შემცირდა „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგიც. დღეს მას მხარს ამომრჩეველთა 12% უჭერს.
გარდა ამისა, გამოკითხვის თანახმად, მკვეთრად არის შემცირებული მოქმედი ფედერალური მთავრობის მუშაობით კმაყოფილების დონე. თუ მარტის ბოლოს მთავრობის მუშაობას დადებითად 34% აფასებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენს.
იზრდება აგრეთვე გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კრიტიკაც. მის საქმიანობას გამოკითხულთა 65% ნეგატიურად აფასებს. მარტში ეს მაჩვენებელი 57%-ს შეადგენდა. მერცის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 30% აფასებს. მარტში 38% ფიქრობდა ასე.
როგორც მედია იუწყება, ხალხის უკმაყოფილების ერთ-ერთი საკვანძო მიზეზს ირანში ომის ფონზე საწვავზე გაზრდილ ფასებზე ხელისუფლების რეაქცია წარმოადგენს.
გამოკითხვა 14-16 აპრილს Wahlen-ის ჯგუფის მიერ ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1 355 ადამიანმა მიიღო.