მედია: აშშ-ის გენერალური პროკურატურა ნიუ ჯერსიში საარჩევნო უბნებზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაციას იძიებს

აშშ-ის გენერალური პროკურატურა

აშშ-ის გენერალური პროკურატურა ნიუ ჯერსიში საარჩევნო უბნებზე ბომბის არსებობის შესახებ შესულ მუქარებს იძიებს. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

4 ნოემბერს გუბერნატორის არჩევნებზე ასაფეთქებელი მოწყობილობების შესაძლო საფრთხის გამო, ნიუ ჯერსის 7 ოლქში საარჩევნო უბნები დაიხურა.

ოფიციალური ინფორმაციით, მუქარის შემცველი გზავნილები ელექტრონული ფოსტით მიიღეს. უბნებზე პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა საფრთხე არარეალური აღმოჩნდა.

ცნობისთვის, 4 ნოემბერს ნიუ ჯერსის შტატში გუბერნატორის არჩევნები გაიმართა. არჩევნებში „დემოკრატმა“ კანდიდატმა მიკი შერილმა ხმათა 56,2%-ით გაიმარჯვა.