ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
სი ძინპინი, რომელიც ჩემი ნამდვილი მეგობარია, ძლიერი, ჭკვიანი კაცია, ძალიან ჭკვიანი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში რესპუბლიკელ სენატორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთის ლიდერთან ურთიერთობის დალაგება მარტივად შეძლო, რასაც პეკინისთვის ტარიფების დაწესებამ შეუწყო ხელი.
„მინდა, პრესას მადლობა გადავუხადო უცხოური მოგზაურობის დროს. ეს საოცარი იყო. ჩვენ უბრალოდ საოცარი შეხვედრა გვქონდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოგვარდა. ტარიფების გარეშე ამას ვერ გავაკეთებდი. ჩინეთს 100%-იანი ტარიფი დავუწესე. პრესას არ მოსწონს, როცა სი ძინპინს ძალიან ჭკვიანს ვუწოდებ. ფიქრობენ, რომ ჭკვიანი არ უნდა ვუწოდო“, – განაცხადა მან.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აზიის ქვეყნებში ვიზიტის დროს სი ძინპინთან შეხვედრა გაიხსენა, რა დროსაც, მისი თქმით, ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლები შეშინებულები იყვნენ და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ხუმრობით აღნიშნა, რომ მასაც სურს, ამერიკაში რამდენიმე დღით მსგავსი სიჩუმე იხილოს.
„სი ძინპინი 1.4 მილიარდ ადამიანს კითხვების გარეშე ტოვებს. მასთან შეხვედრის დროს რამდენიმე თქვენგანი იქ იმყოფებოდა და ზოგიერთმა თქვენგანმა ეს დაინახა. თითოეულ მხარეს დაახლოებით ექვსი ადამიანი წარმოადგენდა. ჩინეთის დელეგაცია ყურადღების მიღმა იყვნენ. მე ერთ-ერთ მათგანს კომენტარი გავუკეთე და პასუხი არ მიმიღია. ვკითხე, აპირებთ თუ არა პასუხის გაცემას? პასუხი არ მიმიღია. პრეზიდენტმა, სი ძინპინმა არ მისცა მას პასუხის გაცემის უფლება. ასე რომ, თუ რაიმე კითხვა იქნება, მინდა, რომ ჩემი კაბინეტი ასე მოიქცეს. მინდა, რომ ასე ისხდნენ, უბრალოდ კარგად და პირდაპირ. ცხოვრებაში არასდროს მინახავს ასეთი შეშინებული კაცები. ისინი პოზიციით დაახლოებით ვიცე-პრეზიდენტის რანგში იყვნენ. ვუთხარი, აპირებთ თუ არა ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემას და ის არ მოძრაობდა. ჯეი დი ვენსი ასე არ იქცევა, ის საუბრებში ერთვება. მინდა, რომ სულ მცირე რამდენიმე დღით ასე მოვიქცეთ. რამდენიმე დღე ეს ძალიან, ძალიან კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.