„ბავშვი მშობლების ჩხუბს იღებს როგორც თავის დანაშაულს..."- ფსიქოლოგი, თეა გოგოტიშვილი

 თეა გოგოტიშვილი

ცნობილი ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი გადაცემა „შუადღეში“ იმ ბავშვებზე საუბრობს, რომელთა  მშობლებიც ხშირად ჩხუბობენ:

„რაც უფრო ასაკით პატარაა ბავშვი, დედის და მამის კონფლიქტს იღებს, როგორც საკუთარ დანაშაულს. როცა დედა და მამა ჩხუბობენ, ბავშვს დამნაშავედ საკუთარი თავი მიაჩნია და მის ცნობიერებაში მკვიდრდება ბრალეულობის განცდა… ნამდვილად არ უხარია ბავშვს, რბილად ვამბობ ამას, როდესაც დედა და მამა კონფლიქტში არიან. ხშირად ბავშვს შინაგან ვალდებულებად მიაჩნია დედის დაცვა, რადგან მამაკაცის ფიზიკური მონაცემები ბევრად ძლიერია, ვიდრე მდედრობითი სქესის“.