ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სხვა ქვეყნები ბირთვულ ცდებს თუ ჩაატარებენ, რუსეთი იძულებული იქნება, საპასუხო ზომები მიიღოს.
„ჯერ კიდევ 2023 წელს ვთქვი, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები ან შესაბამისი ხელშეკრულების სხვა მონაწილე სახელმწიფოები ჩაატარებენ მსგავს ტესტირებას, მაშინ რუსეთიც ვალდებული იქნება, შესაბამისი ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღოს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა დაავალა სამინისტროებსა და სპეცსამსახურებს შეისწავლონ ბირთვული იარაღის ტესტირების დაწყების შესაძლებლობა.
„ვავალებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, სპეციალურ სამსახურებსა და შესაბამის სამოქალაქო უწყებებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა შეაგროვონ დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე, ჩაატარონ მისი ანალიზი და წარმოადგინონ წინადადებები ბირთვული იარაღის ტესტირების მომზადების შესაძლო დაწყების შესახებ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს მისცა დავალება, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის გამოცდა“.