მედია: აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დასრულდა

მოლაპარაკება

გაერთიანებული არაბთა საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებები სამი საათი გრძელდებოდა. დელეგაციები უკვე ტოვებენ აბუ-დაბის.

გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მოლაპარაკებები იყო „პოზიტიური“ და „კონსტრუქციული“. მისი განცხადებით, შემდეგი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო კვირას გაიმართოს.

ცნობისთვის, უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები გუშინ დაიწყო. დღეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.