გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1776505962
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფენიქსში გამართულ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა და საკუთარ თავს „მშვიდობისმყოფელი“ უწოდა.
ტრამპის განცხადებით, მისმა პოლიტიკამ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერება შეძლო.
„ხანდახან საჭიროა ჩარევა. გახსოვდეთ, მე მშვიდობისმყოფელი ვარ. მე ვარ ის, ვინც რვა ომი დაასრულა. მე დავასრულე ომი, რომელიც 30-დან 50 მილიონამდე ადამიანს იმსხვერპლებდა“, - განაცხადა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ომებზე საუბრობდა, თუმცა მან ხაზი გაუსვა თავის უნარს, მოაგვაროს კრიზისული სიტუაციები ისე, რომ თავიდან აიცილოს გლობალური კატასტროფები და მასშტაბური მსხვერპლი.