1788370800
„მათ ეს სულელური ომი უნდა შეაჩერონ“ - ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან მისი სამიტი მხოლოდ მას შემდეგ შედგება, რაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად შეთანხმების ხელმოწერისთვის იქნება მზად.
„ჩვენ ამას შევძლებდით, მე რომ მნდომებოდა, მაგრამ ამის გაკეთება მაშინ მსურს, როცა სამშვიდობო შეთანხმების დასადებად ვიქნებით მზად. ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობა გქონდეს რუსეთთან, უკრაინასთან, ყველასთან. ეს ბიზნესისთვის შესანიშნავი იქნება. რუსეთს დიდი და ძალიან ღირებული მიწა აქვს“, - აღნიშნა მან.
ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„მათ ეს სულელური ომი უნდა შეაჩერონ“, - განაცხადა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის მიღწევას ორ ქვეყანას შორის არსებული პირადული უთანხმოება უშლის ხელს.
„იცით, მე რვა ომი შევაჩერე. რვა. ზოგიერთი მათგანის შეჩერება იმაზე ბევრად რთულად ითვლებოდა, ვიდრე ეს არის. და მე ისინი შევაჩერე. თუმცა ორ პრეზიდენტს შორის უზარმაზარი მტრობაა“, - დასძინა მან.











