მასუდ ფეზეშქიანი ირანის დაზვერვის მინისტრის ლიკვიდაციას ადასტურებს

მასუდ ფეზეშქიანი

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ირანის დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხატიბის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

ირანის პრეზიდენტმა ხატიბის მკვლელობას „ლაჩრული მკვლელობა“ უწოდა.

„ჩემი ძვირფასი კოლეგების, ესმაილ ხატიბის, ალი ლარიჯანის და აზიზ ნასირზადეს, ასევე მათი ოჯახის ზოგიერთი წევრისა და თანმხლები პირების ლაჩრულმა მკვლელობამ, გლოვაში ჩაგვაგდო“, – წერს მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის დაზვერვის მინისტრი ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია.