1773857175
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
კომისიის შემადგენლობაში იქნებიან:
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი - ირაკლი ჩიქოვანი;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – გელა გელაძე;
საქართველოს კულტურის მინისტრი – თინათინ რუხაძე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – მარიამ ქვრივიშვილი;
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი - კახაბერ გულედანი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – მამუკა მდინარაძე;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე.
ასევე, სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ: საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს - კახა კალაძეს და საქართველოს საპატრიარქოს სამ წარმომადგენელს.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.











