1778184177
მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ირანის ახალ სულიერ ლიდერთან პირველი პირისპირ შეხვედრა გამართა
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ პირველი პირისპირ შეხვედრა გამართა ირანის ახალ სულიერ ლიდერთან, აიათოლა მოჯტაბა ხამენეისთან. ფეზეშქიანის თქმით, შეხვედრა, რომელიც თითქმის ორ-ნახევარი საათი გაგრძელდა, თბილ და გულწრფელ ატმოსფეროში წარიმართა.
ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლიდერი გამოირჩეოდა თავმდაბალი, გულწრფელი და პატივისცემით აღსავსე მიდგომით, რამაც ნდობაზე, სიმშვიდეზე, თანაგრძნობასა და პირდაპირ დიალოგზე დაფუძნებული გარემო შექმნა.
მასუდ ფეზეშქიანმა ისაუბრა ქვეყნის ადმინისტრაციული მართვის ყველა დონეზე ერთიანობის, ნდობისა და თანაგრძნობის გაძლიერების აუცილებლობაზე.
აიათოლა სეიედ მოჯტაბა ხამენეი ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მისი მამისა და წინამორბედის, აიათოლა სეიედ ალი ხამენეის დაღუპვიდან მალევე. აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის დროს მოკლეს.
მოჯტაბა ხამენეი მას შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.












