სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ეკონომიკური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.
„რეგიონში მშვიდობა ბაზრების, ვაჭრობისა და ინვესტიციების შესაძლებლობებს ქმნის. მათი გამოყენების მიზნით, ჩვენ შევთანხმდით მაღალი დონის ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებას“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
ევროკომისარმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკეკები გამართა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან, მიკაილ ჯაბაროვთან.