მარკო რუბიომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ „შესაძლოა პოზიტიური, ან შესაძლოა არც ისე“ სიახლეები დააანონსა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ „შესაძლოა პოზიტიური, ან შესაძლოა არც ისე“ სიახლეები დააანონსა.

მან ივარაუდა, რომ მოგვიანებით განცხადებას გააკეთებს იმის შესახებ, გამოცხადდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ახალი სანქციები მიმდინარე კვირაში.

რუბიოს ცნობით, მან აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ისაუბრა, რომელიც ამჟამად მოსკოვიდან ბრუნდება, სადაც კრემლში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან რიგით მეხუთე შეხვედრა გამართა.

„ამაზე დღეს უფრო დეტალურად ვისაუბრებთ“, - უპასუხა რუბიომ კითხვაზე, დაწესდება თუ არა მიმდინარე კვირის ბოლოს ახალი სანქციები და დასძინა, რომ განცხადებები მალე გაკეთდება.

„შესაძლოა პოზიტიური, ან შესაძლოა არც ისე“, - დასძინა მან.