მარკო რუბიო: ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას

მარკო რუბიო

ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მისივე თქმით, კოლუმბიაში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე STEP.State.gov და უახლესი ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნონ ბოგოტაში აშშ-ის საელჩოს სოციალური ქსელის ანგარიშებს.