მარკო რუბიო: მსოფლიო, რომელშიც მე გავიზარდე, წარსულს ჩაბარდა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო სწრაფად იცვლება.

მისი თქმით, ძველი მსოფლიო, რომელშიც ის გაიზარდა, წარსულს ჩაბარდა და გეოპოლიტიკის ახალი ეპოქა დადგა.

„მსოფლიო ჩვენს თვალწინ ძალიან სწრაფად იცვლება. სიმართლე რომ ვთქვა, ის მსოფლიო, რომელშიც მე გავიზარდე, ძველი მსოფლიო წარსულს ჩაბარდა. ჩვენ გეოპოლიტიკის ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან გადააზრებას იმისა, თუ როგორი იქნება [ახალი მსოფლიო] და ჩვენი როლი მასში“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, აშშ ხშირად განიხილავდა და განიხილავს აღნიშნულ თემებს მოკავშირეებთან.