მარკო რუბიო აცხადებს, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის დამარცხება საგარეო პოლიტიკის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომაზე გავლენას არ მოახდენს

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის დამარცხება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიდგომაზე გავლენას არ მოახდენს.

მედიის ცნობით, რუბიომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების კოლეგებთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის პოლიტიკას ისე განსაზღვრავს, როგორც თავად სურს.

მისივე თქმით, ტრამპი ერთგულია ირანთან, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტების დასრულების, მაგრამ აშშ შეინარჩუნებს „ამერიკა პირველ რიგში“ მიდგომას გლობალურ ასპარეზზე.

„კონგრესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით დაფინანსებისა და ზედამხედველობის საკითხებში, მაგრამ საგარეო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი ყოველთვის იყო და დარჩება პრეზიდენტი“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

✕