მარკო რუბიო აცხადებს, რომ სერგეი ლავროვმა შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომისადმი „ახალი და განსხვავებული მიდგომა“ შესთავაზა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომისადმი „ახალი და განსხვავებული მიდგომა“ შესთავაზა.

რუბიოს თქმით, ლავროვთან „გულწრფელი და მნიშვნელოვანი საუბარი“ ჰქონდა.

როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, ვაშინგტონისთვის საჭიროა, დაინახოს გზამკვლევი უკრაინაში ომის დასრულებისთვის.

„ამას მშვიდობის გარანტიას არ დავარქმევდი, მაგრამ ეს არის კონცეფცია, რომელსაც დღეს პრეზიდენტს გადავცემ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

ამასთან, რუბიოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რომ რუსულმა მხარემ უკრაინასთან დაკავშირებით „მეტი მოქნილობა“ არ გამოიჩინა.

„ჩვენ გვესმის, რომ ამ ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ იმედგაცრუებული ვართ, რომ მეტი პროგრესი არ არის მიღწეული“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.