სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება
1752179551
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინელებს Patriot-ის მეტი ბატარეა სჭირდებათ, რომლებიც, მისი თქმით, ევროპის რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაშია.
„მაგრამ არავის სურს მათი მიცემა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ეს [სიტუაცია] შეიცვლება. თუ უკრაინა მართლაც პრიორიტეტია, როგორც ამას ევროპის უამრავი ქვეყანა აცხადებს, მაშინ მზად უნდა იყვნენ, გაუზიარონ ის ბატარეები, რომლებიც ახლა არ სჭირდებათ. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ნატოელი პარტნიორების დარწმუნებას, მიაწოდონ უკრაინას Patriot-ის ბატარეები“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეეძლიათ უკრაინას გადასცენ საკუთარი Patriot-ის სისტემები, რუბიომ დაასახელა ესპანეთი და გერმანია.