ლოცვები, რომელიც დიდ ხუთშაბათს უნდა წავიკითხოთ
1775677589
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ირანში ომის დროს ნატო-ს ზოგიერთმა წევრმა „გამოცდა ვერ ჩააბარა“.
აღნიშნული განცხადება რუტემ მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელი მოკავშირეები გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი არ ჩაერთნენ აშშ-ისა და ისრაელის ომში ირანის წინააღმდეგ.
„სიენენთან“ ინტერვიუში ნატო-ს ხელმძღვანელს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ ნატო-ს ქვეყნებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს.
„ზოგმა მათგანმა ვერა, მაგრამ ევროპული ქვეყნების დიდი უმრავლესობა აკეთებდა იმას, რისი დაპირებაც ადრე დადო მსგავს შემთხვევებში, სწორედ ეს განვიხილეთ დღეს დონალდ ტრამპთან“, – განაცხადა რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან ჰქონდა „პირდაპირი და ღია“ საუბარი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა გამოხატა იმედგაცრუება ამერიკის მოკავშირეების მიმართ.
რუტეს თქმით, მან ტრამპს მიუთითა, რომ ევროპული ქვეყნები აშშ-ს დახმარებას უწევდნენ ლოჯისტიკისა და სხვა ვალდებულებების შესრულებაში.