მარინ ლე პენი: ნატო რადიკალურ ისლამიზმთან ბრძოლაზე უნდა ფოკუსირდეს

მარინ ლე პენი

„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ნატო რადიკალურ ისლამიზმთან ბრძოლაზე უნდა ფოკუსირდეს.

„ნატომ [უნდა] შეიცვალოს ორიენტაცია ისლამისტური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა ყველა ქვეყნისთვის“, - განაცხადა მან ფრანგულ ტელეარხ BFMTV-სთან ინტერვიუში.

ნატო 1949 წელს დაარსდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ალიანსის მისია შეიცვალა, ის უპირატესად მაინც სამხედრო შეკავებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ფოკუსირებული რჩება.